მკურნალობა და რეაბილიტაცია მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში

  • თქვენი შესაძლებლობა – სურვილის შემთხვევაში იმკურნალოთ ევროპის და აზიის საუკეთესო კლინიკებში!

გერმანიის, ისრაელის, შვეიცარიის, ავსტრიის, თურქეთის, ამერიკის, იაპონიის, ჩინეთის საუკეთესო კლინიკების ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი საქართველოში

ცენტრი გთავაზობთ: მკურნალობას საზღვარგარეთ მსოფლიოს ნებისმიერ სერთიფიცირებულ კლინიკაში, დიაგნოზის დასმას ან დაზუსტებას გერმანიის, ისრაელის თურქეთის კლინიკების პროფესორების და ექიმთა კონსილიუმის მიერ დისტანციურად, საქართველოდან გაუსვლელად, ვიდეოხიდებს და ტელეხიდებს წამყვან უცხოელ ექიმებთან კონსულტაციის ან დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, უშვილობის მკურნალობის უახლესი მეთოდებს და გარანტირებული შედეგებს ევროპის და აზიის წამყვან კლინიკებში, სპეციალურ პროგრამებს ბავშთა მკურნალობის და რეაბილიტაციისთვის ვიწრო სპეციალიზაციის პედიატრიულ და სარეაბილიტაციო ცენტრებში. მკურნალობისთვის სრულ სავიზო მხარდაჭერას.

გერმანიის საუკეთესო საუნივერსიტეტო კლინიკის, ფრაიბურგის დისტანციური დიაგნოსტირების ცენტრი – ეს არის უნიკალური შანსი პაციენტებისთვის საქართველოდან გაუსვლელად მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია საუკეთესო გერმანელი პროფესორების მიერ

ჩვენი კლინიკა სპეციალური ხაზებით ჩართულია ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ქსელში, დამონტაჟებულია სპეციალური პირდაპირი ვიდეოტუნელი, რითაც ხდება მონაცემთა გაცვლა, პაციენტთა მონაცემები წინასწარ იგზავნება კლინიკაში და შემდგომ ტარდება ტელეკონფერენცია გერმანელ პროფესორთან შესაბამის მიმართულებით, რომელიც უშუალოდ გაესაუბრება პაციენტს და მის ექიმებს, დაუნიშნავს ყველა აუცილებლ პროცედურას და გამოკვლევას, ხოლო შემდგომ გააკონტროლებს მის მიმდინარეობას. იმ შემთხვევაში, თუ პროფესორი აუცილებლად მიიჩნევს მკურნალობას ან დამატებით გამოკვლევებს გერმანიაში, უშუალოდ ფრაიბურგის კლინიკაში გერმანული მხარე უზრუნველყოფს ყველა შესაბამისი დეტალის მომზადებას და პაციენტის გერმანიაში მკურნალობას დამატებითი ინფორმაცია:

კიდევ ერთი უნიკალური პროექტი, გაიხსნა გლობალმედის პედიატრიული კლინიკა - კლინიკის ხელმძღვანელი პროფესორი ქეთი ნემსაძე

ფართო პროფილის, კვალიფიციური ექიმებით და უახლესი აპარატურით აღჭურვილი პედიატრიული კლინიკა24 საათიანი გადაუდებელი პედიატრიული ამბულატორიული დახმარება. პაციენტების მონიტორინგი და კონტროლი ქართველ ექიმებთან ერთად ხორციელდება უცხოელ სპეციალისტების მიერ. რთულ პაციენტებზე ტარდება დისტანციური დიაგნოსტირება გერმანიის და ისრაელის კლინიკებთან ერთად რაც აძლევს საშუალებას პაციენტს მიიღოს საუკეთესო დანიშნულება და შემდგომი მკურნალობა. დამატებითი ინფორმაცია:

საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის ოფიციალური პარტნიორები ევროპაში:

გერმანია – ევროპის 30 ზე მეტი კლინიკა, მათ შორის ისეთი ცნობილი კლინიკები როგორიცაა ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკა, მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკა, ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკა, საფრანგეთი – სორბონას (პარიზი) საუნივერსიტეტო კლინიკა.ავსტრია – ვენის ცენტრალური ჰოსპიტალი. მკურნალობა გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში შესაძლებელია ნებისმიერ კლინიკაში, ცენტრის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე. ცენტრის მიერ პაციენტის გაგზავნა სამკურნალოდ ხდება ევროპული და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად დამატებითი ინფორმაცია:

საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის ოფიციალური პარტნიორები აზიაში და ამერიკაში:

ისრაელი – ისრაელის 15 საუკეთესო კლინიკა და სარეაბილიტაციო ცენტრი, მათ შორის ისეთები, როგორიცაა შემერის სამედიცინო ცენტრი – ხაიფა, იხილოვის, ასსუტას, რაბინის კლინიკები – თელავივი და იერუსალიმი, ალინის ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრები. ამერიკა (აშშ) ჯონ ჰოპკინსის საუნივერსიტეტო კლინიკა. თურქეთი ფლორენცე ჯგუფი, აჯიბადემი, ანადოლუ, ამერიკული ჰოსპიტალი, ანკარის ცენტრალური კლინიკა.იაპონია ტოკიოს ონკოლოგიური ცენტრი. ჩინეთი ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ცენტრი. მკურნალობა ისრაელში, თურქეთში, იაპონიაში, ამერიკაში შესაძლებელია ცენტრის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე. დამატებითი ინფორმაცია:

  • გერმანული ლაბორატორია Synlab Lab Services GmbH – ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში

ანალიზების გაგზავნა გერმანიაში გამოკვლევის ან გადამოწმების მიზნით Synlab Lab Services GmbH – გერმანული ხარისხი, სისწრაფე და რაც მთავარია, მისაღები ფასები.

ანალიზების გაგზავნა ხდება უმკაცრესი ნორმების დაცვით. ლაბორატორია მდებარეობს შტუტგარდში (გერმანია), ხოლო სინლაბის ლაბორატორიათა ქსელი საუკეთესოა ევროპაში საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის მიერ ანალიზების გაგზავნა გერმანიის საუკეთესო ლაბორატორიაში გამორიცხავს ყველა სავარაუდო შეცდომას. რაც მთავარია, ლაბორატორიის პასუხი მისაღებია მსოფლიოს ნებისმიერი კლინიკისთვის. მასალის გადაგზავნა ხდება საერთაშორისო ნორმების დაცვით. დამატებითი ინფორმაცია: